ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში გელზერკინხერნის “შალკემ” “მანჩესტერ სიტის” უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.
“სიტი” მე-18 წუთზე სერხიო აგუეროს წყალობით დაწინაურდა, თუმცა პირველი ტაიმის მიმდინარეობისას, “შალკემ” ორი თერთმეტმეტრიანის წყალობით 2:1 დაწინაურება მოახერხა. პენალტების რეალიზაცია ნაბილ ბენტალებმა მოახერხა.
შეხვედრის მეორე ნახევარში “მანჩესტერ სიტი” 10 კაცით დარჩა – ასპარეზობას ნიკოლას ოტამენდი გამოაკლდა, თუმცა შეხვედრის გადარჩენა მაინც შეძლო. ჯერ შეცვლაზე შესულმა ლეროი სანემ აიღო შალკეს კარი (85), შემდეგ კი მატჩის ანგარიშს საბოლოო წერტილი რაჰიმ სტერლინგმა დაუსვა (3:2).
