ფეხბურთის განვითარებისთვის ფედერაციამ 2018 წელს 36.5 მილიონი ლარი დახარჯა

0
83

ფეხბურთის განვითარების ფონდმა 2018 წლის ხარჯების ანგარიში გამოაქვეყნა. სულ ფეხბურთის განვითარების ფონდის მიერ წარმოდგენილი დანახარჯების ჯამური რაოდენობა 36 592 997 ლარის ტოლია.

ფეხბურთის ფედერაციის ფონდის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით ყველაზე მეტი დაფინანსება 2018 წელს მიიღეს:
1. “ტორპედო”ქუთაისი – 2 505 570 ლარი
2. “საბურთალო” თბილისი – 2 463 000 ლარი
3. “დინამო” თბილისი – 2 322 513 ლარი
4. “ლოკომოტივი” თბილისი – 1 929 500 ლარი
5. “დილა” გორი – 1 837 467 ლარი
6. “რუსთავი” რუსთავი – 1 643 688 ლარი
7. “ჩიხურა” საჩხერე – 1 622 360 ლარი
8. “სიონი” ბოლნისი – 1 402 526 ლარი
9. “კოლხეთი 1913” ფოთი – 1 380 209 ლარი
10. “სამტრედია” სამტრედია – 1 160 258 ლარი

თითოეული გუნდის მიერ მიღებული სრული თანხა მოიცავს როგორც საბაზისო დაფინანსებას (900 000 ლარი), ისე პრემიალურ და სტიმულირების თანხებს.

მიღებული პრემიალურების ოდენობით ლიდერობენ:
1. “საბურთალო” თბილისი – 825 500 ლარი
2. “ტორპედო” ქუთაისი – 708 500 ლარი
3. “დინამო” თბილისი – 689 000 ლარი

გუნდების სამეული მიღებული სტიმულირების ოდენობის მიხედვით ასეთია:
1. “ტორპედო” ქუთაისი – 897 070 ლარი
2. “საბურთალო” თბილი – 737 500 ლარი
3. “ლოკომოტივი” თბილისი – 737 500 ლარი

პრემიალური თანხა ეროვნული ლიგა 1-სა და ეროვნული ლიგა 2-ში ჩემპიონატის მსვლელობისას მოგებული თითოეული თამაშისათვის შეადგენდა, 20 000 და 10 000 ლარს, ხოლო ფრედ დამთავრებულ თამაშებზე, შესაბამისად, 6 500 და 3 300 ლარს.

დამატებით საპრიზო თანხა ეროვნული ლიგის პრიზიორებზე:
I ადგილი 300,000 ლარი
II ადგილი 200,000 ლარი
III ადგილი 100,000 ლარი

ასევე დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში 1/16 ფინალის შემდეგ გადალახულ ყოველ ეტაპზე საპრიზო ფონდი შეადგენდა 10,000 ლარს და ამასთანავე გადალახული ეტაპების გარდა თასის მფლობელმა მიიღო დამატებით 60,000 ლარი. სუპერთასის პრემიალური 50,000 ლარია

სულ პრემიალური თანხების რაოდენობამ 5 955 951 ლარი შეადგინა, ხოლო სტიმულირების მიზნით გამოყოფილმა თანხის რაოდენობამ კი – 7 455 793 ლარი.

ლიგა 2-ის გუნდებს შორის მიღებული დაფინანსების მიხედვით ლიდერობენ:
1. “დინამო” ბათუმი – 1 206 746 ლარი
2. “მერანი” მარტვილი – 1 206 090 ლარი
3. “გაგრა” გაგრა – 1 116 265 ლარი
4. “თელავი” თელავი – 948 709 ლარი
5. “ვიტ ჯორჯია” – 904 936 ლარი

ლიგა3-ის გუნდებიდან ყველაზე ყველაზე უხვად დაფინანსდნენ:
1. “გურია” ლანჩხუთი – 319 895 ლარი
2. “ბახმარო” ჩოხატაური – 299191 ლარი
3. “მეშახტე” ტყიბული – 264 321 ლარი

გუნდების საბაზისო დაფინანსება 600 000 ლარი იყო, ხოლო ლიგა 3-ის გუნდების – 200 000 ლარი.

სულ ლიგა 2-ის და ლიგა 3-ის გუნდების საბაზისო დაფინანსების მიზნით გამოყოფილმა თანხამ 9 905 689 ლარი შეადგინა

ფეხბურთის განვითარების ფონდის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად ეროვნული ლიგა 1-ის გუნდებზე გაცემული საბაზისო დაფინანსებიდან (9 მლნ ლარი) მოხმარდა:
1. შრომის ანაზღაურებას – 4 740 630 ლარი (52,7%)
2. მივლინებებს ქვეყნის გარეთ – 969 850 ლარი (10,8%)
3. იჯარას – 698 121 ლარი (7,8%)
4. მივლინებებს ქვეყნის შიგნით – 555 711 ლარი (6,2%)
5. ფედერაციის და ლიცენზირების ხარჯებს – 396 785 ლარი (4,4%)
6. ოფისის ხარჯებს – 276 093 ლარი (3,1%)
7. რბილი ინვენტარის, ეკიპირების, სტადიონის ინვენტარისა და პირად ჰიგიენასთან დაკავშირებული ხარჯებს – 268 611 ლარი (3,0%)
8. კვების ხარჯებს – 242 099 ლარი (2,7%)
9. ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯებს – 176 986 ლარი (2,0%)
10. სამედიცინო ხარჯებს – 157 930 ლარი (1,8%)
11 სხვა ხარჯებს (მ. შ. ბანკის მომსახურების პროცენტებს) – 153 858 ლარი (1,7%)
12. მატჩის ორგანიზების ხარჯებს – 148 419 ლარი (1,6%)
13. აუდიტორული და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯებს – 93 750 ლარი (1,0%)
14. პრემიებს – 58 288 ლარი (0,6%)
15. სატრანსფერო ხარჯებს – 50 915 ლარი (0,6%)
16. წარმომადგენლობით ხარჯებს – 9 141 ლარი (0,1%)

საბაზისო-რეგიონალური ლიგის გუნდების მხარდაჭერის მიზნით გამოყოფილი იყო – 1 841 523 ლარი

გარდა ამისა 2 434 041 ლარი იყო გამოყოფილი მასობრივი ფეხბურთის მხარდასაჭერად და საგანმანათლებლო მიზნით, კერძოდ:

საფეხბურთო სკოლები (ტექნიკური მხარდაჭერა) – 1 167 797
ლარი
საფეხბურთო კლუბებისა ტექნიკური მხარდაჭერა (POLAR SYSTEM) – 300 000 ლარი
ფუტსალი – 300 000 ლარი
მოყვარულთა ლიგა – 237 189 ლარი
ქალთა ეროვნული ჩემპიონატი – 100 000 ლარი
U10-U12 რეგიონალური ჩემპიონატი – 96 006 ლარი
გულშემატკივართა მხარდაჭერის პროექტი (ტრანსპორტირება) – 89 099 ლარი
U13-U14 რეგულარული ჩემპიონატი – 84 006 ლარი
ქვიშის (პლაჟის) ფეხბურთი – 49 944 ლარი
A ლიცენზიის კურსი – 28 500 ლარი
A-B-C ლიცენზიის REFRESH კურსი – 16 450 ლარი
GREENKEEPER – 10 130 ლარი
ინტერის და იუვენტუსის კემპი – 10 000 ლარი
ექიმების გადამზადება – 7 683 ლარი

სულ ფეხბურთის განვითარების ფონდის მიერ წარმოდგენილი დანახარჯების ჯამური რაოდენობა 36 592 997 ლარის ტოლია.