2019 წლის აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე შოთა არველაძის გაწვრთნილ ტაშკენტის ”ფახთაქორს” ერთი ნაბიჯი აშორებდა და ქართველი სპეციალისტის გუნდმა მიზანს მიაღწია. ”ფახთაქორმა” საკუთარ მოედანზე ერაყული ”ალ კუვა” 2:1 დაამარცხა და პლეი ოფში გავიდა. გადამწყვეტ მატჩში უზბეკური გუნდის მეტოქე დუბაის ”ალ ნასრი” იყო, რომლის ღირსებას ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ალვარო ნეგრედო იცავს.”ალ ნასრი” 1:2 დამარცხდა და მასპინძელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ესპანელმა ფეხბურთელმა გაიტანა. ამ გამარჯვებით ტაშკენტის ”ფახთაქორმა” აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
2019 წლის აზიის ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფში ”ფახთაქორის” მეტოქეები ირანული ”პერსეპოლისი”, ყატარული ”ალ სადი” და საუდის არაბეთის წარმომადგენელი ”ალ ნასრი” იქნებიან. ”ალ სადში” ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი ჩავი ასპარეზობს.
”ფახთაქორის” მთავარ მწვრთნელს ასისტენტობას გოჩა ტყებუჩავა უწევს, კლუბის მთავარი სელექციონერი კი არჩილ არველაძეა.
