საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული უკანახაზელი თად მაკფადენი ესპანეთის “ტენერიფესთან” კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ აშშ-ში იმყოფებოდა, გუშინ კი 16:30 საათი იფრინა და კუნძულ კრეტაზე ჩვენ ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა.
მიუხედავად დაღლილობისა, მაკფადენმა გუნდთან ივარჯიშა და ხვალ საბერძნეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგ მატჩში მიიღებს მონაწილეობას. თადის საქციელი მართლაც სამაგალითოა.
შეხვედრა თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.