ვიდეო-თამაშების მწარმოებელმა კომპანია EA Sports-მა გამოშვებიდან 5 თვის შემდეგ, პოპულარული თამაშის FIFA 19-ის ძირითადი ფოტო შეცვალა და იქიდან ნეიმარის, კევინ დე ბრუინის და პაულო დიბალას გარემოცვიდან კრიშტიანუ რონალდუს გამოსახულება გააქრო.
თამაშის მთავარ მენიუში ტურინის “იუვენტუსისა” და პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავის გამოსახულება აშშ-ს ქალთა ეროვნული გუნდის მოთამაშის ალექს მორგანის ფოტოთი ჩაანაცვლეს.
ამერიკული გამოცემების ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება კრიშტიანუს მიმართ არსებული ცნობილი ბრალდებითაა გამოწვეული, რომლის მიხედვითაც მას ამერიკის მოქალაქე კატერინა მაიორა გაუპატიურებაში ადანაშაულებს.
ოქტომბერში ფიფამ რონალდუს ფოტოები სოციალური ქსელებიდანაც ამოშალა. 34 წლის სუპერვარსკვლავი FIFA-ს მთავარი გვერდის სახე თითქმის ორი წლის განმავლობაში იყო.
