Kicker: “გიორგი ლორია უკონკურენტო პირველი ნომერია”

0
96

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Kicker “მაგდებურგის” კარგ თამაშს ეხმიანება და კლუბის ქართველი მეკარის, გიორგი ლორიას შესახებაც წერს, რომელიც გუნდს იანვარში შეუერთდა.

“ონინგსის გუნდში განხორციელებულმა ცვლილებებმა შესანიშნავი შედეგები მოიტანა. გიორგი ლორია ახალი და უკონკურენტო პირველი ნომერია. “მაგდებურგი” მეორე ბუნდესლიგის განახლების შემდეგ ჯერჯერობით საუკეთესო გუნდია სამი გამარჯვებითა და ერთი ფრით და ამ ოთხ მატჩში ლორიამ მხოლოდ ორი გოლი გაუშვა” – ვკითხულობთ Kicker.de-ზე.