ილიას ზუროსმა საბერძნეთის მატჩისთვის მოთამაშეები შეარჩია. საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა შემადგენლობა საბერძნეთში გამგზავრების წინ, ბოლო ვარჯიშის შემდეგ დაასახელა.
საქართველოს ნაკრები საბერძნეთში 11 კალათბურთელით გაემგზავრა, ხოლო მეთორმეტე მოთამაშე – თად მაკფადენი, გუნდს ჰერაკლიონში შეუერთდება, სადაც საქართველო 21 თებერვალს საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ნაკრებს ვერ დაეხმარება “ბუდუჩნოსტის” 19 წლის ცენტრი გოგა ბითაძე, რომელმაც ერთი კვირის წინ, ადრიატიკის ლიგის მატჩში ფეხი იტკინა და ვარჯიშს დღეს შეუდგა. საქართველოს კალათბურთის ფედერაცია და ნაკრების ხელმძღვანელობა მაქსიმუმს აკეთებს საიმისოდ, რომ ბითაძემ 24 თებერვალს, ესტონეთის წინააღმდეგ, თბილისში ითამაშოს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთში 19 თებერვალს, დილის 6:15 საათზე, თბილისი – ათენის რეისით გაფრინდა.
