დე ხეა ინგლისის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება

0
68

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარე, დავიდ დე ხეა უახლოეს მომავალში ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

The Mirror-ის ცნობით, მხარეები მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე არიან და მალე, ესპანელი ფეხბურთელი ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომლის მიხედვითაც, მისი ანაზღაურება კვირაში 365 ათასი გირვანქა გახდება.

შეგახსენეთ, რომ დავიდ დე ხეა ინგლისური კლუბის ღირსებას 2011 წლიდან იცავს. 28 წლის ესპანელმა, “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისური 347-ჯერ მოირგო, 349 გოლი გაუშვა და 127 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. Transfermarket-ის ცნობით, მისი სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონი ევროა.