მამუკელაშვილის მორიგი გაბრწყინება – 17 ქულა, 9 მოხსნა და გამარჯვება

0
631

NCAA-ს “ბიგ ისთის” კონფერენციაში სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” სტუმრად “კრეიტონი” დაამარცხა – 81:75. ქართველმა ფორვარდმა შესანიშნავად ითამაშა, ის სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 35 წუთი დაჰყო. ამ დროში სანდრომ 17 ქულას მოუყარა თავი. მან 6-დან სამი სამქულიანი ჩააგდო.

მამუკელაშვილს ორმად დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა – 9 (3 მეტოქის ფარზე). ქართველის ანგარიშზე 2 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარებაცააა. მამუკელაშვილმა ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური მიიღო. მაილს კეილმა 20 ქულა ჩააგდო, ხოლო მაილს პაუელმა – 19, ქვინსი მაკნაითი 16 ქულით გამოირჩა. მამუკელაშვილის 9 მოხსნა მატჩში საუკეთესო შედეგია.

“ბიგ ისთის” კონფერენციაში სეტონ ჰოლი 6-5 ბალანსით მესამეა. 20 თებერვალს მამუკელაშვილის გუნდი “ქსავიერს” უმასპინძლებს.