გიორგი ლორიას ოთხმატჩიანი დაუმარცხებელი სერია

0
50

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 22-ე ტურში ბილეფილდის ”არმინია” შინ ”მაგდებურგთან” 1:3 დამარცხდა. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში ქართველმა მეკარე გიორგი ლორიამ 90 წუთი ითამაშა. საქართველოს ეროვნული ნაკრების 33 წლის მეკარემ ”არმინიასთან” 2 სეივი შეასრულა.

31-ე წუთზე ”არმინია” რიცხვობრივ უმცირესობაში დარჩა და მატჩის დარჩენილი დრო 10 ფეხბურთელით გაატარა. ოთხივე გოლი ”არმინიას” მოთამაშის გაძევების შემდეგ გავიდა.

მიმდინარე წელს ”მაგდებურგმა” 4 მატჩი ჩაატარა, 3 მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. ლორია გერმანულ გუნდს ზამთარში შეუერთდა და ოთხივე მატჩი სასტარტოში შეუცვლელად ჩაატარა. ლორიამ ოთხ შეხვედრაში 2 გოლი გაუშვა.

18-გუნდიან ჩემპიონატში ”მაგდებურგი” 21 ქულით მე-15 ადგილზეა. ”მაგდებურგი” მომდევნო მატჩს 24 თებერვალს სტუმრად ”პადერბორნთან” გამართავს, რომელიც ელიტაში აღზევებისთვის იბრძვის.