ჟოზე მოურინიო – ერთწლიანი პატიმრობა და 1.75 მილიონი გირვანქა!

0
24

კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ ესპანელ სამართალდამცავებთან გარიგება ჟოზე მოურინიომ დადო. პორტუგალიელ სპეციალისტს ბრალად გადასახადების დამალვას სდებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით საქმე 2.9 მილიონ გირვანქას ეხება, რომელიც ჟოზემ 2011-12 წლებში მიიღო.

მოურინიოს 1.75 მილიონი გირვანქას გადახდა მოუწევს და 12 თვიანი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ კანონი პირველად დაარღვია და თან არაძალადობრივი დანაშაული ჩაიდინა, გისოსებს მიღმა დროის გატარება არ ემუქრება.

ერთწლიანი პატიმრობის ნაცვლად მოურინიოს ჯარიმის გადახდა დაეკისრა, რომელიც 24 თვეზე იქნება გადანაწილებული და ჯამში 160000 გირვანქის დაფარვა მოუწევს.

„განსაკუთრებულმა“ შეთანხმებას ხელი მადრიდის სასამართლოში მოაწერა.