საქართველოს ნაკრების გოლკიპერის, გიორგი ლორიას დებიუტი გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში შედგა. მისმა “მაგდებურგმა” “აუეს” მე-19 ტურის მატჩში უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
მთელი მატჩის განმავლობაში ლორიას საქმე თითქმის არ ჰქონია, მის ანგარიშზე ერთი’სეივია. ამ მოგებით “მაგდებურგი” გასავარდნ ზონას ოდნავ დაშორდა და 14 ქულით მე-15 ადგილზეა. “მაგდებურგმა” ოფიციალური მატჩი 30 სექტემბრის შემდეგ პირველად მოიგო.
შეგახსენებთ, ლორიამ საქართველოს ნაკრების მაისურით 48 მატჩი ითამაშა.