ბითაძე ევროლიგის TOP 10-ში მოხვდა

0
54
PODGORICA, MONTENEGRO - JANUARY 25: Goga Bitadze, #11 of Buducnost Voli Podgorica in action during the 2018/2019 Turkish Airlines EuroLeague Regular Season Round 20 game between Buducnost Voli Podgorica and Herbalife Gran Canaria at Moraca on January 25, 2019 in Podgorica, Montenegro. (Photo by Savo Prelevic/EB via Getty Images)

გოგა ბითაძე ევროლიგის მე-20 ტურის მატჩში, რომელშიც ბუდუჩნოსტმა 75:70 დაამარცხა გრან კანარია, MVP გახდა. მან განსაკუთრებით მე-3 მეოთხედში ითამაშა ეფექტურად, როცა მონტენეგროს გუნდმა მატჩის შემოტრიალება შეძლო. ამ შეხვედრაში გოგამ 16 ქულა, 7 მოხსნა და 3 ბლოკი მოუტანა თავის გუნდს.
გოგას ეფექტური ბლოკი ევროლიგის ტურის TOP 10-ში მოხვდა მე-10 ნომრად. ეს უკვე პირველი შეხვედრა არ არის, როცა ქართველი ცენტრის მოქმედება ტურის რჩეულ ეპიზოდებში ხვდება. ევროლიგის ტვიტერზე დიდი მოწონება დაიმსახურა მისმა დანკმაც, როცა მეტოქის ფარზე მოიგო ბურთი და ეფექტურად ჩატენა, თუმცა ეს ეპიზოდი ათეულში ვერ მოხვდა.გოგა ბითაძეს 6 მატჩში 19 ბლოკი აქვს და ევროლიგაში უკვე მე-7 ადგილზეა. მის წინ მყოფმა 5-მა კალათბურთელმა 20 მატჩი ითამაშა, ერთმა – 17.
თამაშის შემდეგ გოგა ბრწყინვალე ხასიათზე იყო: “ეს იყო დიდი მატჩი – ჩვენ შინ ზედიზედ მესამედ მოვიგეთ ევროლიგაში. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა ჩვენთვის, ფანებისთვის, ჩვენი თვითრწმენისთვის და, რა თქმა უნდა, სატურნირო თვალსაზრისითაც. დღეს მთელმა გუნდმა მიაღწია ამ გამარჯვებას. მოედანზე საუკეთესო თვისებები გამოვავლინეთ და ეს მოგება დავიმსახურეთ.

“ბუდუჩნოსტის” თავკაცი იასმინ რეპეშა: “შეტევაში ჩვენ უდიდესი ტალანტები გვყავს – ბითაძე, კოული და ჯეკსონი”.

ევროლიგის ტურის MVP გოგა არ გახდა, თუმცა 27 ქულით მან მე-5 ადგილი გაიყო ნანდო დე კოლოსთან (ცსკა).