ბეგლარიშვილი “ჰონვედში” გადავიდა

0
80

უნგრულ საფეხბურთო კლუბ ბუდაპეშტის ”ჰონვედში” ქართველი ნახევარმცველი ზაქარია ბეგლარიშვილი ჩაირიცხა. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს. ზაქარია ტალინის ”ფლორამ” სეზონის ბოლომდე უნგრულ კლუბში გაანათხოვრა.
28 წლის ზაქარია ბეგლარიშვილი ”ჰონვედის” ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა: ”ვიცი, რომ ”ჰონვედში” ლეგენდარული ფერენც პუშკაში თამაშობდა. გუნდში პროფესიული გარემოა. სწორი არჩევანი გავაკეთე. ესტონეთში ყველა ტურნირი მოვიგე, ახლა კი მსურს გოლები ”ჰონვედისთვის” გავიტანო. გოლების გარდა ჩემი ფუნქცია საგოლე გადაცემების შესრულებაა. რამდენიმე კლუბის მხრიდან წინადადებები მივიღე, თუმცა არჩევანი ”ჰონვედზე” შევაჩერე. აქ ვარ და იმედი მაქვს გუნდისთვის პროდუქტიული ვიქნები”.
რაც შეეხება ბეგლარიშვილის კარიერას, საფეხბურთო კლუბ ”თბილისის,” გორის ”დილასა” და თბილისის ”ლოკომოტივის” ყოფილი შემტევი 2013 წლიდან ტალინის ”ფლორას” ღირსებას იცავდა.
ბეგლარიშვილი ესტონეთის ჩემპიონი ოთხჯერ გახდა (2010, 2011, 2015 და 2017).