„იუვეს“  კარის მშრალად შენახვაში ბადალი არ ჰყავს

0
65

ტურინის „იუვენტუსს“ 2018 წელს კარის მშრალად შენახვაში ბადალი არ ჰყავს. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა იტალიის ჩემპიონატში 22 შეხვედრაში მოახერხა გოლის არგაშვება, რაც ევროპის წამყვანი ხუთი ჩემპიონატის მასშტაბით საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა.

„ბებერ სინიორას“ შემდეგ, მადრიდის „ატლეტიკო“ (21), ინგლისური „ლივერპული“ (19), ფრანგული პსჟ (19) და ნეაპოლის  „ნაპოლი“ (18) მოდიან.