მინიმალური ანგარიშით გამარჯვება მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონეს ხელოვნების დონემდე ჰყავს აყვანილი.
არგენტინელმა სპეციალისტმა მადრიდულ გუნდთან ერთად ლა ლიგაში 1:0 ანგარიშით მატჩი 50-ჯერ მოიგო. სიმეონემდე მხოლოდ ექვს მწვრთნელს მიუღწევია მსგავსი ნიშნულისთვის ესპანეთის ჩემპიონატში. თუმცა, ამავე დროს, სიმეონეს ყველაზე ნაკლები მატჩის ჩატარება დასჭირდა.
რაც შეეხება ყველა ტურნირს, სიმეონეს მატჩი 1:0 ანგარიშით 71 შეხვედრაში დაუსრულებია.