„ვალენსიას“ მცველი ჯეისონ მურილიო იანვრის სატრანსფერო პერიოდში „ბარსელონაში“ გადაბარგდება, თუმცა ხელშეკრულება ოფიციალურად უკვე გაფორმდა და ფეხბურთელმა „ბარსელონას“ ფორმით ჟურნალისტების წინაშე უკვე იპოზიორა.
გარიგების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გავრცელებული არაოფიციალური ცნობების თანახმად, 26 წლის კოლუმბიელს „ბარსა“ სეზონის ბოლომდე, იჯარის წესით დაამატებს.
მურილიომ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ და მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა. მას ვალენსიურ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონ ევროდ ფასდება.