28 ქულა 28 წუთში – ბითაძე ციბონასთან მატჩის MVP გახდა

0
51

ადრიატიკის ლიგის მეცხრე ტურში, გოგა ბითაძის მეგა ბიმაქსმა ციბონას უმასპინძლა და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში, 82:80 მოუგო.
გოგამ 28 წუთში 28 ქულა დააგროვა, რასაც 6 მოხსნა და პასიც დაუმატა. ქართველმა კალათბურთელმა 13-დან 9 ორქულიანი, 14-დან 10 საჯარიმო ჩააგდო. ქართველი კალათბურთელი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო და მატჩის MVP-ის ტიტულიც დამსახურებულად მოიპოვა. ბითაძემ ამ სეზონში 28 ქულა მეორედ ჩააგდო, გოგამ მანამდე 28 ქულით პარტიზანთან გამოიჩინა თავი.
მეგა ბიმაქსს 9 ტურში 16 ქულა დაუგროვდა და ჩემპიონატში მე-2 ადგილს იკავებს. ბითაძის გუნდის მომდევნო მეტოქე ბუდუჩნოსტი იქნება, რომელიც გოგას კლუბს მეათე ტურში საკუთარ არენაზე უმასპინძლებს. მატჩი 10 დეკემბერს გაიმართება.