უკვე არაერთ ფეხბურთელს დასდეს ბრალი გადასახადების დამალვაში. ამ მოთამაშეთა სიას, ამჯერად გარეტ ბეილი შეემატა. ესპანეთის პროკურატურამ ფეხბურთელი გადასახადების დამალვაში დაადანაშაულა და ჯარიმის სახით 337 ატასი ევროს გადახდა დააკისრა.
Mundo Deportivo-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ უელსელმა არ გადაიხადა 200 ათას ევროს მიღებაზე დაკისრებული გადასახადი. ამას ზედ დაედო 100 ათასიანი ჯარიმა, 37 ათასი ევრო კი კი ჯარიმაზე დარიცხული პროცენტია.
შეგახსენებთ, რომ აქამდე მსგავსი პრობლემა კრიშტიანუ რონალდუს, ხამეს როდრიგესს, ლეო მესისა და ხავიერ მასკერანოსაც ჰქონდათ. ასევე ძიების პროცესშია ლუკა მოდრიჩის საქმე.