ბათუმის UEFA-ს სტანდარტების სტადიონის მშენებლობა დასკვნით ეტაპზე გადავიდა

0
85

ბათუმის სტადიონის მშენებლობას სამშენებლო კომპანია “ანაგი” აწარმოებს, რომელმაც მიმდინარე სამუშაოების ფოტოები გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ამჟამად მიმდინარეობს ლითონის კონსტრუქციების მონტაჟი და სტადიონის გადახურვის სამუშაოები. პარალელურ რეჟიმში ხორციელდება ტიხრების, ტრიბუნების, საკომუნიკაციო ქსელების მოწყობა და ფასადის მოპირკეთების სამუშაოები.

სტადიონი UEFA-ს მეოთხე კატეგორიის სტანდარტებით შენდება და 20 ათას მაყურებელზეა გათვლილი. სწორედ ამ სტადიონზე ჩაატარებს საშინაო შეხვედრებს ბათუმის “დინამო”. სტადიონზე საქართველოს ეროვნული და სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების საშინაო მატჩების ჩატარება იქნება შესაძლებელი. ხელშეკრულების მიხედვით, სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის სექტემბერში დასრულდება.