მილანის „ინტერის“ ბელგიელმა შუახაზელმა რაჯა ნაინგოლანმა, კრიშტიანუ რონალდუს ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლაზე ისაუბრა და იგი არგენტინელი ლიონელ მესის შეადარა.
„ჩემი აზრით, კრიშტიანოს ტრანსფერი „იუვენტუსში“ არის შანსი იმისა, რომ იტალიურმა ფეხბურთმა დაიბრუნოს ის ყურადღება, რომელიც ბოლო წლებში მოაკლდა. გარდა ამისა, ეს პირადად ჩემთვის „იუვეს“ დასამარცხებლად კიდევ ერთი სტიმულია. რონალდუსა და მესის შორის არჩევანის საშუალება რომ მქონდეს, მესის ავირჩევდი. პორტუგალიელს პარტნიორები სჭირდება გოლის გასატანად, როცა მესის შეუძლია ოთხ-ხუთ კაცს გასცდეს და ისე შეაგდოს. აი, რატომ სჯობია მესი რონალდუს“, – განაცხადა რაჯა ნაინგოლანმა.