Daily Mail-ის გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონას” მწვრთნელსა და ფეხბურთელებს გუნდში “”მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველის პოლ პოგბას ხილვა სურთ. 25 წლის ფეხბურთელი “ბარსაში” თანამემამულეებთან უსმან დემბელესა და სამუელ უმტიტთან მეგობრობს, თუმცა, პოგბას გადაბირება ყველაზე მეტად ლიონელ მესისა და ხერარდ პიკეს სურთ.
მოსალოდნელია, რომ “მანჩესტერი” პოგბაში ზუსტად იმდენს მოითხოვს, რამდენიც თავის დროზე ფეხბურტელში ტურინის “იუვენტუსს” გადაუხადა – 101 მილიონი ევრო.
P.S. პოგბას აგენტი მინო რაიოლა გახლავთ და ამ გაქნილი ტიპის პროგნოზირება შეუძლებელია. ასე რომ, დაველოდოთ, რა მოხდება.