მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ მისი ვაჟის, ჯოვანის ტრანსფერის განხორციელება აზრადაც არ მოსდის.
-ჯოვანი ფეხბურთელია, რომელსაც ყველაფერი გააჩნია, მაგრამ სამწუხაროდ, მას არასდროს შევიძენ. ძალიან გამიჭირდება, როდესაც ჩემს შვილს ჩემი შეგირდების გვერდით ვიხილავ გასახდელში. მისთვისაც რთული იქნება ეს და ჩვენი ურთიერთობებისთვისაც…
-თუ 5-6 წლის შემდეგ იგი უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდება… არ ვიცი. არასოდეს თქვა, არასოდეს. შესაძლოა, განვიხილოთ სხვა ვარიანტი. ისე კი, თუ „ატლეტიკოში“ არ ვიქნები, მას შეუძლია აქ გადმოვიდეს,- განაცხადა სიმეონემ.