რობერტო მანჩინის პირველი ოფიციალური გამარჯვება

0
35

იტალიის ნაკრებმა, ერთა ლიგის A დივიზიონის მესამე ჯგუფის მატჩის სტუმრად პოლონეთის წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქეს მინიმალური სხვაობით – 1:0 მოუგო.
“ჩვენი გუნდი ფორმას უბრუნდება…” ამბობდა მატჩის შემდეგ მარკო ვერატი. “მანჩინის ხელში თამაშის კონტროლს ხელახლა ვსწავლობთ, ამას დრო ჭირდება, მაგრამ მთავარია სწორ გზაზე ვდგავართ”.
“თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ და როგორც მოვიგეთ იმით კიდევ უფრო მეტად. ეს გოლი უნდა გაგვეტანა, ჩვენი თავის ვირწმუნეთ და ბოლო წამზე შემოვაბრუნდეთ მატჩი.” განაცხადა პარი სენ ჟერმენის ნახევარმცველმა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი ფიორენტინას მცველმა – კრიშტიანო ბირაგიმ გაიტანა და რობერტო მანჩინის ნაკრებში პირველი ოფიციალური მატჩი მოაგებინა.

იტალიამ პოლონეთი დაამარცხა! მანჩინის პირველი ოფიციალური გამარჯვება...

“ნაკრების ისტორიაში ახალი ეტაპი უკვე დაიწყო…” განაცხადა მანჩინიმ. “ფეხბურთში ყველაფერს დრო სჭირდება, ამ სპორტში ჯადოქრები არ მუშაობენ”, – ასე მიმართა სკეპტიკოსებს სიტის ყოფილმა მწვრთნელმა.
იტალიის ნაკრები, A დივიზიონის მესამე ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს, ხოლო პირველზე, 6 ქულით ევროპის მოქმედი ჩემპიონი – პორტუგალიაა, რომელმაც შოტლანდიას გლაზგოს “ჰემპდენ პარკზე” ამხანაგური მატჩი 3:1 მოუგო.