ნეიმარი: ,,მესის ნაკრებში არყოფნა ფეხბურთის სირცხვილია”

0
76

,,პარი სენ ჟერმენის” ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ნეიმარმა არგენტინასთან გასამართ მატჩის წინ ლეო მესიზე ისაუბრა:
,,გასახდელში ჩემს თანაგუნდელებთან ვისაუბრე და აღვნიშნე, რომ არგენტინასთან შეხვედრა ჩვენთვის განსაკუთრებულია. ეს ძალიან დიდი გუნდია უმაღლესი დონის ფეხბურთელებით. ბედნიერი ვარ, რომ მათ წინააღმდეგ თამაში მომიწევს.
მესის არყოფნა ნაკრებში ფეხბურთის სირცხვილია. ჩვენ მესის თამაშით უნდა დავტკბეთ, ვიდრე საამისო საშუალება გვაქვს. ლეო რაც უფრო დიდხანს ითამაშებს, ეს ფეხბურთისთვის მით უფრო უკეთესი იქნება”, – ნეიმარის სიტყვებს Goal ციტირებს.
მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, განაცხადა, რომ 2018 წელს ეროვნულ გუნდში აღარ ითამაშებს.
ბრაზილიისა და არგენტინის შეხვედრა 16 ოქტომბერს გაიმართება.