„სიტი“ ჰოლანდს შეუთანხმდა – ნორვეგიელის ტრანსფერი 100 მილიონი დაჯდება

0
18

„მანჩესტერ სიტი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდს პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა, იუწყება Daily Mail გერმანიაში თავის წყაროზე დაყრდნობით.
21 წლის ნორვეგიელი ინგლისურ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლოს გადავა. მისი კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 63 მილიონი გირვანქა სტერლინგია. ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ გათვალისწინებული ბონუსისა და ჰოლანდის აგენტის მინო რაიოლას საკომისიოს ჩათვლით, „სიტის“ ნორვეგიის ეროვნული ნაკრების ფორვარდის შეძენა 100 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდება.
ჰოლანდს „ბორუსიასთან“ კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და მან მიმდინარე სეზონში გერმანული გუნდის მაისურით ჩატარებულ 20 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.