მბაპე „რეალთან“ კონტრაქტს მომავალ კვირაში გააფორმებს

0
33
Paris Saint-Germain's French forward Kylian Mbappe reacts after missing a goal opportunity during the French L1 football match between Paris Saint-Germain and Montpellier at the Parc des Princes stadium on February 20, 2019. (Photo by Thomas SAMSON / AFP) (Photo credit should read THOMAS SAMSON/AFP/Getty Images)

კილიან მბაპე მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტს მომავალი კვირის შუაში გააფორმებს. იუწყება ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca. მადრიდელები 23 წლის ფრანგის დამატების შესახებ ოფიციალურად მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გაანცხადებენ.
მბაპეს პსჟ-სთან ხელშეკრულება სეზონის ბოლოს უმთავრდება და „რეალს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. ის „რეალთან“ კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ ბონუსად 60-დან 80 მილიონ ევრომდე მიიღებს. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატის მომგები მბაპეს ხელფასი ესპანურ გრანდში წელიწადში 25 მილიონი ევრო იქნება.
მბაპე პსჟ-ში 2017 წლის ზაფხულიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 2016 მატჩში 157 გოლი გაიტანა. მან 2017 წლიდან დღემდე „სამფეროვანთან“ ღირსება 53 შეხვედრაში დაიცვა და 24 გოლი მიითვალა.