საქართველოს 18 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მეკარე პაპუნა ბერუაშვილი მომავალ სეზონში ლისაბონის “სპორტინგის” აკადემიაში ჩაირიცხება, იუწყება ავტორიტეტული პორტუგალიური გამოცემა abola.pt.
როგორც ირკვევა, პორტუგალიის მოქმედი ჩემპიონის სკაუტები ახალგაზრდა ქართველ გოლკიპერს თვალს დიდი ხანია ადევნებენ. ამის გამო, თბილისის “დინამოს” აკადემიაში აღზრდილმა ბერუაშვილმა მიმდინარე წლის დასაწყისში კონტრაქტი არცერთ გუნდთან გააფორმა.
ამჟამად, ბერუაშვილი 18-წლამდელებთან ერთად პორტუში საერთაშორისო ტურნირზე იმყოფება და როგორც პორტუგალიასთან (0:5) მატჩში, ასევე სლოვაკეთთან (0:0) დაპირისპირებაში გუნდს უკაპიტნა. abola.pt-ის ინფორმაციით, ბერუაშვილმა პორტუგალიაში ყოფნით ისარგებლა და “სპორტინგის” აკადემიაში ჩარიცხვის საკითხი საბოლოოდ მოაგვარა.





