ლოჩოშვილმა მძიმე ტრავმა მიიღო

0
59

ლუკა ლოჩოშვილი რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მცველი, რომელიც „ვოლფსბერგერში“ გამოდის, ავსტრიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში სტუმრად ვენის „აუსტრიასთან“ (1:2) წაგებულ მატჩში დაშავდა. მე-6 წუთზე, ის და მეტოქის ლუქსემბურგელი მცველი მარვინ მარტინსი ერთმანეთს თავებით შეეჯახნენ, რის შემდეგ, ცხვირი გაუტყდა და ტვინის შერყევა მიიღო. ლოჩოშვილს სახვევი დაადეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ 2 კვირის წინ ლოჩოშვილი და მისი თანაგუნდელი კრისტოფერ ვერნიცნიგი კარინტიას ოლქის საპატიო ჯვრით დააჯილდოვეს, რადგან გეორგ ტაიგლი სიცოცხლეს გადაარჩინეს.
შეხვედრის 90-ე წუთზე მასპინძელ ფეხბურთელ გეორგ ტაიგლს თავში ნიკოლას ვერანგიჩის მუხლი მოხვდა და მოედანზე უგონოდ დაეცა. მასთან სასწრაფოდ საქართველოს ნაკრების მცველმა მიირბინა, გვერდზე გადააბრუნა და ენა დაუჭირა, რომ არ გადაეყლაპა. ამის შემდეგ ტაიგლთან სამედიცინო პერსონალიც მივიდა და გონზე მოიყვანეს.
ავსტრიის ბუნდესლიგაში სეზონის მეორე ნახევარში 12 გუნდი ზედა და ქვედა ექვსეულებად დაიყო, თან ქულები გაუნახევრდათ. “ვოლფსბერგერი” ზედა ექვსეულში და ევროთასების საგზურისთვის იბრძვის. ამჟამად, ლოჩოშვილის გუნდი 18 ქულით მე-5 ადგილზეა რაც კონფერენს ლიგის პლეი-ოფში თამაშის საშუალებას აძლევს.