კვეკვესკირს ფინალამდე ერთი ნაბიჯი აკლია

0
30

პოზნანის „ლეხი“, რომელშიც ნიკა კვეკვესკირი თამაშობს პოლონეთის თასის 1/2-ფინალში გააღწია. პოზნანელები 1/4-ფინალში სტუმრად ზაბჟეს „გურნიკს“ 2:0 აჯობეს. გამარჯვებულებიდან 31-ე წუთზე ანგარიში ამარალმა გახსნა, რომელმაც 10 წუთში დუბლი შეასრულა. კვეკვესკირი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო.
შეგახსენებთ, რომ „ლეხი“ 48 ქულით პოლონეთის 18-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს. საქართველოს ეროვნული ნაკრების 29 წლის ნახევარმცველმა კვეკვესკირმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში 20-ჯერ (8-ჯერ სასტარტოში) ითამაშა და 2 გოლი გაიტანა, ხოლო თასზე 4 შეხვედრა ჩაატარა.