ბერიძე და ზივზივაძე უნგრეთის თასის 1/2-ფინალში არიან

0
60

„უიპეშტი“, რომელშიც ქართველი თავდამსხმელები გიორგი ბერიძე და ბუდუ ზივზივაძე გამოდიან, უნგრეთის თასის 1/2-ფინალში გავიდა. უიპეშტელები 1/4-ფინალში რანგით მეორე ლიგაში მოასპარეზე „ბეკეშჩაბას“ სტუმრად შეხვდა და 3:2 დაამარცხა. ქართველები სასტარტო შემადგენლობაში არ იყვნენ – ბერიძე თამაშში 64-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო ზივზივაძე მეოთხმოცეზე. სტუმრები მე-3 წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო მასპინძლებმა საპასუხო ბურთი მე-17 წუთზე გაიტანეს, ხოლო 39-ეზე დაწინაურდნენ. 56-ე წუთზე „უიპეშტმა“ კიდევ ერთი ბურთი გაიტანა და „ბეკეშჩაბამ“ მხოლო 77-ე წუთზე ანგარიშის შემცირება მოახერხა.