ზივზივაძე ტურის სიმბოლურში ზედიზედ მეორედ მოხვდა

0
70

ბუდუ ზივზივაძე უნგრეთის საფეხბურთო უმაღლესი დივიზიონის ტურის სიმბოლურში ზედიზედ მეორედ მოხვდა.
22-ე ტურში “მეზიოკოვეშდს” უმასპინძლა და ზივზივაძის წყალობით 3 ქულა აიღო. მან შეუცვლელად ითამაშა და ანგარიში 35-ე წუთზე გახსნა, როდესაც გიორგი ბერიძემ კარგად შეაყოლა ბურთი სტუმართა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილ პავლიევიჩს, რომელმაც კარის წინ მდგომი ზივზივაძე მოძებნა და დანარჩენი “ტექნიკის” საქმე გახლდათ. 53-ე წუთზე, როდესაც 1:1 იყო, ზივზივაძე მოწინააღმდეგის საჯარიმოში მარცხნიდან შევიდა, ერთ მცველს გაცდა და შორეულ კუთხეში ლამაზი გოლი გაიტანა.
ზივზივაძემ, რომელიც “ფეჰერვარმა” “უიპეშტში” სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა. ახალ გუნდში 2 შეხვედრაში 3 გოლი მიითვალა, ხოლო საერთო ჯამში მის ანგარიშზე 5 ბურთია. მან 21-ე ტურში სწორედ “ფეჰერვარის” კარი აიღო.