თორნიკე შენგელიამ საკალათბურთო კლიბ მოსკოვის ცსკა-სთან კონტრაქტი ცალმხრივად შეწყვიტა, იუწყება რუსული მედია. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ეს გადაწყვეტილება რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მიიღო.
მიმდინარე სეზონში შენგელიამ მოსკოველთა შემადგენლობაში ყველა ტურნირში 14 მატჩი ჩაატარა. ის საშუალოდ 13,6 ქულას, 4,6 მოხსნას და 2,6 გადაცემას აგროვებდა.
შენგელია ცსკა-ში შარშან ზაფხულში გადავიდა, მას შემდეგ, რაც 6 წელიწადი “ბასკონიაში” გაატარა და ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.
შენგელია ესპანეთში დაბრუნდა, სადაც ამჟამად მისი ოჯახი ცხოვრობს.





