ქუთაისის “ტორპედომ” თურქულ შეკრებაზე მორიგი ამხანაგური შეხვედრა დანიის სუპერლიგაში მოასპარეზე “ოდენსესთან” ჩაატარა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. დანიელებმა ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მე-12 წუთზე გაიტანეს.
“ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ “ოდენსესთან” შეხვედრაში ასეთი სასტარტო შემადგენლობა დააყენა:
კვასხვაძე, ნადარაია, ქიმაძე, სანდოხაძე, მირცხულავა, ცინცაძე, მანჯგალაძე, შულაია, პაპუნაშვილი, არაბიძე, მჭედლიძე.
სათადარიგოები: ლაბაძე, ჰამზიჩი, ახვლედიანი, აბულაძე, ბუღრიძე, თევზაძე, ტაბატაძემ ჩარგეიშვილი, ძარია.





