ლობჟანიძე უხვგოლიან მატჩში უქულოდ დარჩა

0
68

„ჰათაისფორი“, რომლის ღირსებას საბა ლობჟანიძე იცავს, თურქეთის სუპერლიგის 24-ე ტურში სტუმრად „ქაისერთან“ უხვგოლიან მატჩში დამარცხდა.
მასპინძლები 25-ე წუთზე აკდაგმა დააწინაურა, ხოლო 47-ე წუთზე კარლოს მანემ ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა. 51-ე წუთზე სენ-ლუიმ ერთი ბურთი გაქვითა. 61-წუთზე ბაშანმა „ქაისერი“ კიდევ უფრო წინ გაიყვანა და 7 წუთში მას მხარი დემიროკმა აუბა. 70-ე წუთზე „ჰათაისფორიდან“ თავი ფალეტემ გამოიჩინა, ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე კი დიუფმა ქაისერლთა კარი მესამედ აიღო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს. „ჰათაისფორი“ 36 ქულით 20-გუნდიან სუპერლიგაში მე-7 პოზიციამდე ჩამოქვეითდა.