ადამა ტრაორე „ბარსელონაში“ დაბრუნდა

0
29

ადამა ტრაორე ესპანეთის ლა ლიგაში დაბრუნდა. ინგლისის „ვულვზმა“ ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდი „ბარსელონაში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა. იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, კატალონიელები სურვილის შემთხვევაში 26 წლის ფეხბურთელს 30 მილიონ ევროდ გამოისყიდიან.
ტრაორე „ბარსელონას“ აღზრდილია, რომლის შემადგენალობაში 2015 წლამდე ირიცხებოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 4 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ის „ვულვზში“ გადასვლამდე, ჯერ ბირმინეგის „ასტონ ვილაში“ გამოდიოდა, ხოლო შემდეგ „მიდლსბროში“.
ტრაორემ „ვულვზის“ მაისურით 154 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეთა კარი 11-ჯერ აიღო.