„სერენის“ ფრე, მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა

0
57

„სერენმა“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე თამაშობს ბელგიის უმაღლესი დივიზიონში შინ „ეუპენთან“ მატჩი ვერ მოიგო – 0:0. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე მსაჯის საფინალო  სასტვენამდე დარჩა.
„სერენმა“ ზედიზედ 7 მატჩის წაგების შემდეგ, ორი ტურის წინ „ბეერსხოტი“ დაამარცხა, ხოლო მიქაუტაძემ 19 მატჩში თავი 8 გოლს (2 პენალტიდან) და 4 საგოლე პასს მოუყარა. ის „სერენის“ საუკეთესო ბომბარდირია.
„სერენი“ 23 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-17 ადგილზეა.