გოგა ბითაძე – სამი ქულა სამ წუთში და მოგება “ლეიკერსთან”

0
54

ნაციონალური საკალათბურთო ლიგის რეგულარულ პირველობაზე მიჯრით განცდილი ოთხი მარცხის  შემდეგ „ინდიანამ“ „ლეიკერსი“ 111:104 დაამარცხა. წინა მატჩისგან განსხვავებით, “ინდიანა პეისერზის” ქართველ მეფარე გოგა ბითაძეს ამჯერად მცირე სათამაშო დრო დაუთმეს.
ინდიანაპოლისელთა ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე სამი წუთი გაატარა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში კი გოგა ბითაძემ 3 ქულა, ერთი მოხსნა და 2 დაფარება დააგროვა.
“ინდიანა პეისერზი” 21 იანვარს „გოლდენ სტეიტს“ შეხვდება.