მარუშიჩი „დინამოდან“ უზბეკეთის ჩემპიონატში წავიდა

0
48

ზორან მარუშიჩმა თბილისის „დინამო“ დატოვა და კარიერას უზბეკეთის ჩემპიონატში განაგრძობს. championat.uz-ის ინფორმაციით, 28 წლის სერბი თავდამსხმელი ნამანგანის „ნოვბახორში“ ითამაშებს.
მარუშიჩი 16 გოლით და 8 საგოლე პასით გასულ სეზონში საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გარდა ამისა, ბალკანელი ფეხბურთელი 2021 წლის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ, თავდამსხმელად და ლეგიონერად აღიარეს.