რუსული მედია: „კრასნოდარმა“ აზაროვის სანაცვლოდ ბათუმელებს 2 მილიონი შესთავაზა

0
92

რუსეთის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე „კრასნოდარს“ ბათუმის „დინამოდან“ მარცხენა მცველის ირაკლი აზაროვის შეძენა სურს. რუსი ჟურნალისტის ივან კარპოვის ინფორმაციით, კრასნოდარელებმა ბათუმელებს საქართველოს ეროვნული ნაკრების 19 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 2 მილიონი ევრო შესთავაზეს. ცნობილია, რომ აზაროვის დამატება თურქეთის ჩემპიონატის ამჟამინდელ ლიდერ „ტრაბზონსფორსაც“ სურს.
ირაკლიმ გასულ სეზონში „დინამოს“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 42 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. ის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო მცველად და საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს.