წყალტუბოს ,,სამგურალი” თბილისის ,,ლოკომოტივის” ყოფილი ფორვარდით მამია გავაშელიშვილით გაძლიერდა. 26 წლის თავდამსხმელმა გუნდთან კონტრაქტი დღეს გააფორმა.
,,სამგურალის” სპორტულმა დირექტორმა ბესიკ ხაჭიპერაძემ მას კლუბის მაისური გადასცა და წარმატებები უსურვა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე წყალტუბოელებმა ბრაზილიელი ფორვარდი ჯეფერსონ ჯერალდო და მეკარე ლევან შოვნაძე დაიმატეს.





