„მანჩესტერ სიტიმ“ 2021 წელიწადი პრემიერ ლიგაში გამარჯვებით დაასრულა. მე-20 ტურში პეპ გვარდიოლას გაწვრთნილი გუნდი სტუმრად „ბრენტფორდს“ შეხვდა და მე-16 წუთზე ფილიპ ფოდენის მიერ გატანილი გოლით გაიმარჯვა.
„მანჩესტერ სიტიმ“ პრემიერ ლიგაში ზედიზედ მე-10 შეხვედრა მოიგო. გვარდიოლას მწვრთნელობის პერიოდში გუნდს ასეთი სერია მეოთხედ აქვს. „სიტიმ“ შიდა ჩემპიონატში 2021 წელს 36 თამაშში გაიმარჯვეს და თავისი რეკორდი კიდევ ერთხელ გააუმჯობესა. გვარდიოლას შეგირდებმა პრემიერ ლიგაში სტუმრად 3 ქულა მეხრამეტედ აიღეს და საკუთარი რეკორდი განაახლეს, რომელიც მე-19 ტურში გასვლაზე „ნიუკასლთან“ (4:0) მატჩში დაამყარეს. ამ მხრივ მეორე შედეგი ლონდონის „ტოტენჰემს“ აქვს, რომელმაც 1960 წელს ინგლისის ჩემპიონატში სტუმრად 17-ჯერ გაიმარჯვა. „სიტის“ 50 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე მყოფ „ჩელსის“ 42 ქულით ასწრებს.





