ქობულეთის “შუქურას” ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. გიორგი შაშიაშვილს კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და მასთან თანამშრომლობა აღარ გააგრძელეს. შაშიაშვილი “შუქურაში” 2019 წლის სექტემბრიდან მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით 2020 წელს “შუქურა” კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გადავიდა. თუმცა, წელს ქობულეთელები კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითდნენ და 42 წლის სპეციალისტის გაშვება გასაკვირი არაა. სხვათა შორის, შაშიაშვილი “შუქურას” 2017 წლის სექტემბრიდან იმავე წლის დეკემბრამდეც წვრთნიდა.





