ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ მეორედ გახდა

0
35

საქართველოს 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების და ყაზანის “რუბინის” გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გახდა. ეს  GFF AWARDS 2021-ის დაჯილდოებაზე გაირკვა, რომელიც ონლაინ მიმდინარეობდა. მან გამოკითხვაში საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტან მცველ გურამ კაშიას (“სლოვანი”) და მეკარე გიორგი ლორიას (“ანორთოსისი”) აჯობა. 20 წლის კვარაცხელიამ საპატიო ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიგო.
2021 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით კი, პროცესში მედიის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. გამარჯვებულებს კუთვნილი პრიზები მოგვიანებით გადაეცემათ.