ალეგრი მოგებათა რაოდენობით ლეგენდარულ კაპელოს გაუთანაბრდა

0
54

ტურინის „იუვენტუსმა“ 2021 წელი გამარჯვებით დაასრულა, მე-19 ტურის დასკვნით შეხვედრაში ტურინელებმა „კალიარი“ მიიღეს და 2 უპასუხო ბურთი გაუტანეს. მატჩის მე-40 წუთზე ანგარიში მოიზე კინმა გახსნა, რომელმაც ბოლო 2 თვის მანძილზე სერია A-ში თავი პირველად გამოიჩინა. ის მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც 3 გოლი გაიტანა. 83-ე წუთზე სარდინიელთა კარი ბერნადერსკიმ აიღო – ეს გოლი 2020 წლის ივლისის შემდეგ სერია A-ში პირველია. “იუვენტუსმა” ყველა ტურნირში ჩატარებული ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა – 10 გოლი გაიტანა და 1 გაუშვა.
„იუვეს“ თავკაცმა მასიმილიანო ალგერიმ იტალიის ჩემპიონატში 414 მატჩიდან 252  მოიგო, რაც 2008-2009 წლების სეზონის შემდეგ საუკეთესო შედეგია. ის ლეგენდარულ ფაბიო კაპელოს გაუთანაბრდა, რომელმაც ალგერიზე 40 შეხვედრით მეტი ჩაატარა. ალეგრის სერია A-ში დებიუტი სწორედ 2008-2009 წლების სეზონში ჰქონდა და უახლოეს მდევარს 60 მოგებით ასწრებს.
„იუვენტუსს“ 34 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე – ლიდერ მილანის „ინტერს“ 9 ქულით ჩამორჩება.
ტურინელები საშობაო არდადეგების შემდეგ მომდევნო შეხვედრას 6 იანვარს შინ „ნაპოლისთან“ ჩაატარებენ.