ესპანეთის ლა ლიგის მე-4 ტურის გადატანილ მატჩში სატურნირ ცხრილში მე-2 პოზიციაზე მყოფმა „სევილიამ“ „ბარსელონას“ უმასპინძლეს და გუნდებმა ქულები გაიყვეს. მატჩის 32-ე წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში არგენტინელმა პაპუ გომესმა გახსნა, ხოლო პირველი ტაიმის ბოლო წუთზე საპასუხო ბურთი პორტუგალიელმა მცველმა არაუხომ გაიტანა. 64-ე წუთზე მასპინძლებს მარჯვენა მცველი კუნდე გაუძევეს, რომელმაც ბურთი სახეში სტუმართა მარცხენ მცველ ალბას ესროლა.
„ბარსელონამ“ ბოლო 5 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოიგო და ლიდერ მადრიდის „რეალს“ 15 ქულით ჩამორჩება. განვლილი მატჩის პირველ ტაიმში „ბარსამ“ მეტოქის კარის ჩარჩოში ბურთი 15-ჯერ მოახვედრა, რაც მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში საუკეთესო შედეგია. გერმანელმა მეკარე ტერ შტეგენმა „ბარსელონას“ მაისურით ყველა ტურნირში მე-300 შეხვედრა ჩაატარა.
„სევილიას“ 38 ქულა აქვს და „რეალთან“ 5 ქულას აგებს, ხოლო „ბარსელონა“ 28 ქულით მე-7 პოზიციაზეა.
გუშინ გამართულ მე-4 ტურის გადატანილ კიდევ ერთ შეხვედრაში „ვილიარეალმა“ შინ „ალავესი“ 5:2 დაამარცხა.





