„ლამია“, რომლის ღირსებას ბაჩანა არაბული იცავს საბერძნეთის სუპერლიგის მე-12 ტურის დასკვნით მატჩში „იანინა“ მიიღო და 0:1 წააგო. ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო. სტუმრებმა გამარჯვების გოლი 54-ე წუთზე გაიტანეს. „ლამია“ 10 ქულით 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა.
უნგრეთის უმაღლესი დივიზიონის მე-15 ტურში „მეზიოკიოვეშდმა“ გასვლაზე „დიორმოტს“ 1:0 აჯობა. გამარჯვებულთა შემადგენლობაში ორი ტაიმი ჩაატარა ქართველმა მარცხენა მცველმა ლუკა ლაკვეხელიანმა, რომელიც ტრავმის მორჩენის შემდეგ მიმდინარე სეზონში თავისი გუნდის სასტარტოში 7-ჯერ მოხვდა და მხოლოდ ერთხელ შეცვალეს. „მეზიოკიოვეშდი“ 22 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზეა.
ბუდუ ზივზივაძის „ფეჰერვარი“ სტუმრად „კიშვარდასთან“ 1:2 დამარცხდა. ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში ისევ არ იყო და 79-ე წუთიდან ითამაშა. „ფეჰერვარი“ 23 ქულით მე-4 პოზიციაზეა.
„უიპეშტი“ მტკ-ს ეწვია და შინ უქულოდ დაბრუნდა – 1:2. ქართველი ფორვარდი გიორგი ბერიძე დამარცხებულთა სასტარტოში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს. „უიპეშტი“ 14 ქულით მე-11 პოზიციაზეა.





