კრიშტიანუ რონალდუს დაჰკითხავენ

0
75

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიის ფინანსური პოლიცია პორტუგალიელ ვარსკვლავ კრიშტიანუ რონალდუს დაჰკითხავს.
სამართალდამცავები მას კითხვებს ტურინის “იუვენტუსის” რიგებში ყოფნის პერიოდზე დაუსვამენ, ვინაიდან, ცოტა ხნის წინ “იუვე” რონალდუსთან დაკავშირებით, ფინანსური Fair Play-ს წესების დასაცავად, ცრუ სატრანსფერო დეტალების გაფორმებაში დაადანაშაულეს.
გამოძიება მთლიანად 42 ტრანსფერის საქმეზე მიმდინარეობს.
იმ შემთხვევაში, თუ იტალიურ კლუბს დარღვევები აღმოუჩინეს, სასამართლო “ბებერ სინიორას” მძიმე სანქციებს დააკისრებს.