„ფიორენტინა“ „ლილის“ ნახევარმცველს 14 მილიონად ყიდულობს

0
27

ფლორენციის „ფიორენტინა“ ფრანგულ „ლილს“ ნახევარმცველმ ჟონათან იკონეს ტრანსფერის თაობაზე შეუთანხმდა. იტალიელები საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ექსნახევარმცველში 14 მილიონ ევროს გადაიხდიან და „ლილი“ ბონუსის სახით კიდევ ერთ მილიონს მიიღებს. ასევე, თუ „ფიორენტინა“ მომავალში იკონეს გაყიდის, „ლილი“ ტრანსფერის თანხიდან 20% მიიღებს. იკონე „ფიორენტინასთან“ კონტრაქტს 2026 წლამდე გააფორმებს და ხელფასის სახით წელიწადში 1,7 მილიონ ევროს მიიღებს, პლუს ბონუსები. მან მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში 16 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.