განცხადება | ა(ა)იპ საქართველოს რაგბის კავშირის მორიგი საერთო კრების (ყრილობის) მოწვევის თაობაზე
ა(ა)იპ საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის მოწვევით 2021 წლის 24 დეკემბერს 12:00 საათზე, სასტუმრო თბილისი მარიოტში მისამართზე: ქ.თბილისი, რუსთაველის #13, წვეულებათა დარბაზში გაიმართება „სრკ“-ს მორიგი საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:
– სრკ-ს პრეზიდენტის ანგარიში;
– სრკ-ს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენა;
– სრკ-ს 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცება;
– საერთო კრების ინფორმირება სრკ-ს გამგეობის მიერ აჭარის რაგბის ფილიალის საქმიანობის განახლების (აღდგენის) შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე.
კლუბებს (გუნდებს) რომლებსაც შესაძლოა გაუჩნდეთ პრეტენზია გამგეობის მიერ დამტკიცებულ ნამდვილ წევრთა სიასთან და მათი პრემიალური ხმების რაოდენობასთან დაკავშირებით, უფლება აქვთ 2021 წლის 10 დეკემბრის 16:00 სთ ჩათვლით სრკ-ს კანცელარიაში და/ან ელექტორნულ ფოსტაზე (OFFICE@RUGBY.GE) წარმოადგინონ თავისი დასაბუთებული წერილობითი განცხადება, რომლის გადამოწმებისა და დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაში, სრკ-ს მიერ მოხდება ნამდვილ წევრთა სიისა და ხმათა რაოდენობის კორექტირება.
ქვეყანაში არსებული კოვიდ-პანდემიის გათვალისწინებით, საერთო კრებაზე (ყრილობაზე) დასწრების უფლება ექნება ნამდვილი წევრის (დელეგატის) ერთ უფლებამოსილ პირს ან უფლებამოსილი პირის წარმომადგენელს, რომელმაც თან უნდა იქონიოს სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობა.
განცხადებას თან ახლავს შემდეგი დოკუმენტაცია:
- 2021 წლის 29 ნოემბრის გამგეობის სხდომის კრების ოქმი
- 2021 წლის ნამდვილ წევრთა სია
- 2021 წლის 24 დეკემბრის საერთო კრების რეგლამენტი
- სრკ-ს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი





